დღეს თეატრისა და კინოს წარმომადგენლები ვათენებთ პარლამენტის კიბეზე – დათა თავაძე

რეჟისორ დათა თავაძის ინფორმაციით, თეატრისა და კინოს წარმომადგენლები ღამეს პარლამენტთან გაათევენ.

“დღეს თეატრისა და კინოს წარმომადგენლები ვათენებთ პარლამენტის კიბეზე. შემოგვიერთდით. სოლიდარობა სტუდენტებს. სოლიდარობა ჩვენს დაპატიმრებულ კოლეგებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, – წერს თავაძე.

დღეს, 10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share