“გამოუშვით ანდრო ჭიჭინაძე და ყველა პოლიტპატიმარი” – დავით დოიაშვილი

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელ დავით დოიაშვილი რუსთველის გამზირზე იმყოფება, სადაც პროტესტის ნიშნად, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ღამეს პარლამენტთან გაათენებენ.

ხელოვანი სოლიდარობას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძეს,ყველა პოლიტპატიმარს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

”გამოუშვით ანდრო ჭიჭინაძე და ყველა პოლიტპატიმარი. ეს არის მთავარი სათქმელი, იმიტომ რომ ის რაც ხდება გასცდა ყველანაირ ზღვარს. ვიქნებით ყველგან აქ-იქ, ხან გორში, ხან თელავში, ყველგან იქნება ქართული თეატრი.

ქართული თეატრი არ გაჩერდება და ვიტყვით იმას, რაც სათქმელია. გამოუშვით, სანამ დროა. დრო გადის და ძალიან ცუდია, თქვენთვის არის ცუდი, თორემ ჩვენ ვიქნებით და დავიცავთ ყველაფერს”, – ამბობს დავით დოიაშვილი.

შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ “ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი” განიხილა და  სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share