“სტუდენტები ტერორში ჰყავთ” – ეკა დემეტრაძე

“აღარ შემიძლია სახლში გაჩერება, როდესაც ვხედავ, რა დაატრიალეს დღეს თეატრალურ უნივერსიტეტში, მართლა ტერორში ჰყავთ სტუდენტები” – ამის შესახებ მსახიობმა ეკა დემეტრაძემ  განაცხადა.

მსახიობი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს და მათი მხარდაჭერის მიზნით, კოლეგებთან ერთად, პარლამენტთან ღამის გათენებას გეგმავს.

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული თეატრი და ხელოვნება იყოს დამოუკიდებელი და ცოცხალი” – ამბობს ის.

 ყველა ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ და ყოველთვის ცდილობდა , რომ ჩაეხშო თავისუფალი სიტყვა, რომ გაეჩუმებინა თეატრი, გაეჩუმებინა ხელოვანი ადამიანები, მსახიობები, რეჟისორები, რაღაც პერიოდებით გამოსდიოდათ კიდე დაშინებით, ამ პრივილეგიების შეთავაზებით, მოსყიდვით, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული თეატრი და ხელოვნება იყოს დამოუკიდებელი და ცოცხალი, იმიტომ რომ ფასი არ აქვს ისე, არც ხელოვნებას, არც თეატრს, არც სპექტაკლს.

მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ამდენი უსამართლობა ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, არ ვიცი სხვა რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ კანონმორჩილი ადამიანები ვართ და ვცდილობთ, რომ გამოვძებნოთ ყველა გზა უბრალოდ აღარ შეგვიძლია სახლში გაჩერება, როდესაც ეს ხდება გარეთ. არ შემიძლია მშვიდად მეძინოს, როდესაც ჩემი მეგობრები და არამხოლოდ ჩემი მეგობრები ციხეში ათენებენ ღამეს და მათ შვილებს ენატრებათ მშობლები, ცოლებს ენატრებათ ქმრები და ა.შ.. აღარ შემიძლია სახლში გაჩერება, როდესაც ვხედავ, რა დაატრიალეს დღეს თეატრალურ უნივერსიტეტში, მართლა ტერორში ჰყავთ ეს სტუდენტები. ცდილობენ, რომ დანარჩენი სტუდენტი გააჩუმონ და პროპაგანდისტული მედიებით უტენიან ტვინებს ადამიანებს, რომელთაც წესით თავისუფლებას უნდა ასწავლიდნენ… მე დიდი იმედი მაქვს, რომ სტუდენტები ერთმანეთს დაუდგებიან გვერდით, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი”, – ამბობს ეკა დემეტრაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share