საუკეთესო გამოსავალი საქართველოსთვის თავისუფალი არჩევნებია – ევროდეპუტატი

ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმისგან ახალ არჩევნებს ითხოვს. ამის შესახებ ევროდეპუტეტბმა “ევროსკოპთან” ისაუბრეს. სტრასბურგში გამართული საგანგებო სესიის შემდეგ, სადაც საუბარი საქართველოსაც შეეხო, ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ საქართველოსთან მიმართებით შიდა კონსესუსი უნდა არსებობდეს, ამისთვის კი ახალი არჩევნების საჭიროებაა.

”ყველაზე საუკეთესო გამოსავალი საქართველოსთვის თავისუფალი არჩევნებია, რათა წინ წასვლის ყველა ბარიერი იქნას მოხსნილი. როცა ჩვენ ვხედავთ, რა სწრაფად იცვლება გარემო და როგორი ტურბულენტური ვითარებაა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ ევროკავშირის ურთიერთობებში, ყველა ქვეყანა ევროპაში, საქართველოს ჩათვლით, უნდა იყოს კონცენტრირებული საკუთარ უსაფრთხოებაზე. საქართველოსთან მიმართებით საჭიროა შიდა კონსენსუსის მიღწევა ამ ვითარების გათვალისწინებით. ამ კონსენსუსისთვის კი ახალი ლეგიტიმური არჩევნებია საჭირო. ორივე მხარე, არსებული ხელისუფლება და ოპოზიცია, უნდა იყვნენ კონცენტრირებული უფრო ფართო სურათზე, სად არის საქართველოს ადგილი. ჩემი აზრით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი პირდაპირი გავლენის აღდგენაა პოსტ საბჭოთა ტერიტორიებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ომი უკრაინაში აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ ნათელია, რომ რუსეთის ინტერესია, გაზარდოს პირდაპირი გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე, საქართველოს ჩათვლით.

ნებისმიერი დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა საჭიროებს დამოუკიდებელ მედიას, რადგან ადამიანებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ ინფორმაცია სიმართლეზე. ამ ვითარებაში, ამ გარემოებების გათვალისწინებით, ეს კიდევ უფრო საჭიროა, რადგან თუ ხედავთ ამ ტურბულაციას და რისკებს გარშემო, ევროპის და საქართველოს გარშემო, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, არ იყოს სიტყვის თავისუფლებისა, თავისუფალი მედიის შეზღუდვა. მნიშვნელოვანია, საქართველოში თავისუფალი მედია და ამ ვითარებაში საზოგადოების გაძლიერება შიგნიდან და ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარისთვის” –  თქვა ევროდეპუტატმა.   

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share