სტუდენტები რეპრესიების წინააღმდეგ – ამ წუთებში პროტესტია თსუს-თან. სტუდენტები უნივერსიტეტში პოლიტიკური ნიშნით დაწყებულ წმენდას აპროტესტებენ, რომელსაც რამდენიმე ლექტორის პოსტი უკვე შეეწირა. ერთ-ერთი პირველი იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იყო. გიორგი ცერცვაძე უნივერსიტეტიდან მხოლოდ მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და აქციების მხადაჭერის გამო გაუშვეს.
სტუდენტებმა ადგილზე საგანგებო განცხადებაც გააკეთეს და საინფორაციო კამპანიის დაწყება დააანონსეს.
”ვაპირებთ, რომ ნებისმიერ ლექციაზე, ნებისმიერ სემინარზე, თუნდაც ეზოში, როდესაც სტუდენტებს შუალედი აქვთ ხოლმე ლექციების დროს, მივიდეთ და ვესაუბროთ ისეთ სტუდენტებს, რომლებიც არ არიან ინფორმირებული და სამწუხაროდ, ასეთი არაერთია. ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ არის ის, რომ გვაქვს ჩატეხილი ხიდი ადამიანებს შორის, რომლებიც ყოველდღიურად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მეორე მხხარეს არის ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ, მიიღონს ის ინფორმაცია და რეალობა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება” – ამბობს სტუდენტი.