ე.წ. პიჯაკების საქმეზე განაჩენი 12 მარტს გამოცხადდება

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი 12 მარტს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული.

აღნიშნულ საქმეში, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც.

ორივე ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი. ბრალდება 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share