ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 6 იდენტიფიცირებული პირის ნეშტი გადმოასვენეს, მათგან 5 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირია.
გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს, იდენტიფიცირებული 2 მებრძოლის ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.