პაპუაშვილმა ლიეტუვის ხელისუფლებას “ურჩხულები” უწოდა

ლიეტუვის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დასანქცირების გამო შალვა პაპუაშვილი ბრაზს ვერ მალავს.

“ქართული ოცნების” ლიდერი კამერების წინ ამტკიცებს, რომ მოსამართლეების შავ სიაში შეყვანით, ლიეტუვა საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა – “ურჩხულებს ებრძოდნენ თავის წარმოდგენაში და თავად ხდებიან ურჩხულები”.

იცით, რომ ლიტვის ხელისუფლებამ ლიტვაში შესვლა აუკრძალა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლეს. იმ მოსამართლეებს, რომლებმაც მაკკეინის ინსტიტუტის თანამშრომლის, სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

ლიტვის ხელისუფლებამ პირდაპირ თქვა, რომ მას უნდა არჩევნების გაუქმება საქართველოში. ვინც ამას არ აკეთებს, იმას დაასანქცირებს. ამაზე მეტი ჩარევა რა არის. ისტორიული ტრაგედიაა ამ ქვეყნებისთვის, რომ ის, რასაც თითქოს ისინი ებრძოდნენ რუსეთთან დაკავშირებით, ზუსტად ისევე იქცევიან თავად. ურჩხულებს ებრძოდნენ თავის წარმოდგენაში და თავად ხდებიან ურჩხულები”. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

ლიეტუვამ “ქართული ოცნების” მსახურებს – ცრუ მოწმე პოლიციელებს, პროკურორებს და მოსამართლეებს სანქციები მიმდინარე წლის 3 მარტს დაუწესა.

ვინ მოხვდა ლიეტუვის მიერ დასანქცირებულთა სიაში? – ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქცირებულები არიან საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლე, პროკურორები და პოლიციელები, რომლებმაც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე ცრუ ჩვენება მისცეს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიეტუვამ შავ სიაში ჯამურად 74 თანამდებობის პირი შეიყვანა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევასა და ქართველი ხალხის რეპრესიებზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share