თუ ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, “რუსეთს უმკაცრეს სანქციებს უყოყმანოდ დავუწესებთ” – ბესენტი

“რუსეთს უმკაცრეს სანქციებს უყოყმანოდ დავუწესებთ” – ასე პასუხობს აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ჟურნალისტის კითხვას, განიხილება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება იმ შემთხვევაში, თუ ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დათანხმდება.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მსგავსი განცხადება რამდენიმე დღის წინაც გააკეთა, ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე უკრაინა აშშ-ის წინადადებას დათანხმდებოდა 30 დღიან ზავთან დაკავშირებით.

რუსეთის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითზე ჯერ უცნობია. არსებული ინფორმაციით პუტინსა და ტრამპის წარმომადგენელს შორის კრემლში მოლაპარაკებები დღეს უნდა შედგეს, თუმცა იქამდე რუსეთის პრეზიდენტმა კომენტარი ლუკაშენკოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა და თქვა, რომ რუსეთი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ “არის ნიუანსები”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share