„ჯალათური, უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილება…..მე თქვენთვის მკვდარიც საშიში ვიქნები“ – მიხეილ სააკაშვილი „ოცნებას”

ჯალათური, უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილება – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართვლოს მესამე პრეზიდენტი ოლიგარქის მსახური მოსამართლის გამოცხადებულ განაჩენს. საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ექს პრეზიდენტმა 7 ნოემბრის საქმის განხილვაზე შეაფასა, რომელიც ასევე დასკვნით ეტაპზეა.

მე თქვენთვის მკვდარიც საშიში ვიქნები! – უთხრა მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტებს.

 

ჯალათურ, უკანონო, სამარცხვინო გადაწყვეტილებების სერიას, რომელიც მიიღო ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა და პრაქტიკულად მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა.

 

ეს განადგურება ვითომ სასამართლოს წესით არის იმისათვის, რომ ქართველი ხალხი და ჩემი  მომხრეები დააშინონ და ამით ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის  გზავნილი, რადგან ეუბნებიან მასაც, რომ მასაც იგივე ბედი ელის თუ უკრაინას არ ჩააბარებს.” აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მინდა ვუთხრა მტრებს, მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც. იმიტომ, რომ ჩემი სახელი უკავშირდება თავისუფლებასთან ბრძოლას და გამარჯვებას, საქართველოს წარმატებას და ეს უკვე საუკუნეების განმავლობაში გაყვება ამ ერს. ამიტომ, გამანადგურეთ რამდენიც გინდათ, საქართველოს თავისუფლების იდეას ვერ ჩაკლავთ, სააკაშვილის სულს თქვენ ვერ ჩაკლავთ. რაც წლები და საუკუნეები გავა, კიდევ უფრო გაიზრდება იმის დაფასება, რა შემიძლია და რა გავაკეთე. აბა, თქვენ იცით! მე ვიბრძვი და ჩვენ გავიმარჯვებთ!, – თქვა სააკაშვილმა.
ე.წ. საღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ დისკრეციული უფლება გამოიყენა და ე.წ. პიჯაკების საქმის განაჩენს ზევიდან 4 წლით და 6 თვით სასჯელი დაუმატა. ჯამში, მესამე პრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვით განესაზაღვრა.

 

ვერდიქტის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. “მონა!” – ასე მიმართავდნენ სააკაშვილის მხარდამჭერები მოსამართლეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share