თანადგომა ცხადდება დანაშაულად – ფონდ “Prosperitygeorgia” სასამართლო განჩინებაზე

თანად”გომა ცხადდება დანაშაულად, – ასე აფასებს ფონდი “Prosperitygeorgia” მოსამართლის განჩინებას, რომელმაც საქველმოქმედო ფონდის ანგარიშების დაყადაღება მოითხოვა.

ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ წერს, რომ აღნიშნული საქმე სამართლებრივად ნონსესია, რადგან მათი საქმიანობა შემოიფარგლება საჯაროდ გაცხადებული ჰუმანიტარული ქმედებებით. მათივე ცნობით, ფონდი საქმიანობას წარმართავს გამჭვირვალედ, მისი საქმიანობა არის საჯარო და კანონთან შესაბამისი.

დღეს ფონდს ჩაბარდა განჩინება, სადაც ბუნდოვნად აღწერილია მისი ანგარიშების დაყადაღების მოტივი, აღძრული სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე.

იურისტებთან ერთად განვიხილეთ განჩინება და მათთან კონსულტაციის საფუძველზე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საქმე წარმოადგენს სამართლებრივ ნონსენსს.

მოცემული გადაწყვეტილებით ადამიანების თანადგომა ცხადდება დანაშაულად; 

არადა, ფონდის მიზანი სწორედ დაზარალებული ხალხის დახმარებაა.
ფონდი მუშაობს წესდებით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად და ჩვენი საქმიანობა შემოიფარგლება საჯაროდ გაცხადებული ჰუმანიტარული ქმედებებით. 

საზოგადოების წინაშე მაღალი პასუხიმსგებლობიდან გამომდინარე, ფონდი საქმიანობას წარმართავს გამჭვირვალედ. მისი საქმიანობა არის საჯარო და კანონთან შესაბამისი.  რეგულარულად ქვეყნდება მისი ყველა აქტივობა და ფინანსური ანგარიში.

ამ აბსურდული პროცესის განვითარების შესახებ ინფორმაციას შესაბამისად გაცნობებთ, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ  “Prosperitygeorgia” ჯერჯერობით ერთადერთი ფონდია, რომელსაც სასაართლო განჩინება ჩაბარდათ.

ცნობისთვის, “ნანუკას ფონდის”, “ფროსფერითი ჯორჯიასა” და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share