“ოცნება” მაგალითს ავტოკრატიული რეჟიმებისგან იღებს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ისაუბრა. გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ ავტოკრატიული რეჟიმები ძალიან მოწყვლადები არიან, თუმცა, სამწუხაროდ, პუტინის ავტოკრატებმა ევროკავშირის ოთახებში შეაღწიეს.
მისივე თქმით, ახლა “ქართულ ოცნებას” ავტოკრატიული ქსელის გარდა, ევროპაში მეგობრები აღარ ჰყავს.
” ისინი მაგალითს ავტოკრატიული რეჟიმებისგან იღებენ, რომლებიც თავის მხრივ, ცდილობენ, ძალაუფლება დემოკრატიული სისტემიდან მიიღონ. “ქართული ოცნებაც” მსგავს ტალღაზეა. სამწუხაროდ, დაცული ამისგან არავინაა. ავტოკრატიული სისტემები ძალიან მოწყვლადები არიან, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გავლენიანები ჩანან, მათ ეშინიათ ქუჩაში გამოსული ხალხის, მათ ეშინიათ თავისუფალი სიტყვის. ასეთი იყო საბჭოთა კავშირი, რომელიც ჩამოინგრა, ამიტომ საქართველოში არსებული სიტუაცია მუდმივი არაა. 90 -იან წლებში ჩვენც ვიბრძოდით ჩვენი თავისუფლებისთვის და მოვიგეთ. ევროკავშირის შიგნით ჩვენ თავად გვყავს ავტოკრატები. სამწუხაროდ, პუტინის ავტოკრატებმა გზა ევროპულ საბჭოშიც გაიკვალეს, ევროკავშირის ოთახებში. ისინი ბლოკავენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ჩემი ქვეყანა, ესტონეთი ან ჩეხეთის რეპსუბლიკა წარმოვადგენთ.
ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ევროიტეგრაციის გაჩერების შესახებ. ვგრძნობდით და ვიცოდით, რომ ამას გააკეთებდნენ, რადგან ამ მიმართულებთ არაფერს აკეთებდნენ. მათ, რეალურად, არ უნდათ ევროპული მომავალი, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა, ეს რაღაც ახალი იყო. ახლა “ქართულ ოცნებას” ავტოკრატიული ქსელის გარდა მეგობრები ევროპაში აღარ ჰყავს, მათ მხოლოდ ორბანს შეუძლია მეგობარი დაუძახონ, თუ ასე ხედავენ მეგობრობას მაშინ – დიახ, ” – ამბობს ლანდსბერგისი.