დაბრუნდება თუ არა “მთავარი არხი“ ეთერში და დაბრუნდებიან თუ არა ის ადამიანები, რომლებიც ტელეეთერიდან იბრძოდნენ- ნიკა გვარამია ამბობს, რომ ის ვერ იტყვის, როდის გავა ეთერში არხი, თუმცა, ყველა დავალიანება, ამ დროისთვის გასტუმრებულია.
როგორც გვარამიამ განაცხადა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ეს არხი ეთერში კვლავ იქნება.
”ძალიან მოკლედ ვიტყვი, რადგან “მთავარი არხის“ დირექტორი მე არ ვარ და აღარც დამფუძნებელი, მთავარი ამბავი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ არხზე არ არსებობს არანაირი დავალიანება და ადამიანები, რომლებიც მე გამომყვნენ “რუსთავი 2 “-დან და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქევყანაში კიდევ ერთ კრიტიკულ არხს ეარსება, ამ ადამიანებისთვის ყველაფერი გავაკეთე, რომ არ არსებობდეს არანაირი დავალიანება, მათ შორის ჩემი ციხეში ჯდომის დროინდელი. ეს არის ჩემი მორალური ვალდებულება. მე ვიმედოვნებ, რომ იქნება ახალი მოძრაობები, ახალი დასაწყისები, მაგრამ ოქუაშვილთან მე ვერ ვხედავ ვერანაირ გამოსავალს, ეს არის კაცი, რომელმაც არხი გააფუჭა. სადაც არის ოქუაშვილი იქ სიტყვის თავისუფლება ვერ იქნება. ამიტომ, მე ვურჩევ არხს, გაეშვას ამ კაცს, ამ იურიდიულ ჩარჩოს და გააკეთოს ახალი რამ“, – განაცხადა გვარამიამ.