კადიროვის ქალიშვილი “ჩეჩნეთის მინერალური წყლების” მფლობელი გახდა

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის 26 წლის შვილი, აიშატ კადიროვა უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიის “ჩეჩნეთის მინერალური წყლების” ერთპიროვნული მფლობელი გახდა. კომპანიის ქონება 3 მილიარდ რუბლზე მეტია.

საწარმო კადიროვას 11 მარტს გადაეცა. 2007 წლიდან, დაარსებიდან დღემდე, სასმელების საწარმო  ახმატ კადიროვის საზოგადოებრივ ფონდს ეკუთვნოდა.

კომპანია “ჩეჩნეთის მინერალური წყლები” აწარმოებს უალკოჰოლო სასმელებს, მათ შორის ლიმონათებს, წვენებს და ცივი ჩაის, მათ შორის STOM ბრენდის ქვეშ.

2023 წელს კომპანიის საბალანსო აქტივებმა 3.1 მილიარდ რუბლს გადააჭარბა. იმავე წელს “ჩეჩნეთის მინერალური წყლები” გახდა ჩეჩნეთის უდიდესი ექსპორტიორი.

“ჩეჩნეთის მინერალური წყლების” მფლობელობაში მიღებამდე 12 დღით ადრე, აიშატ კადიროვამ  რეგიონული მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დატოვა, სადაც ის სოციალურ საკითხებს კურირებდა. აღნიშნული თანამდებობა მას 2023 წლის ოქტომბრიდან ეკავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share