ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს:
”ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჯაპანა-შუხუთის სამანქანო გზის მონაკვეთზე, ორჯერ გადავარდა სატვირთო მანქანა ცენტრალური გზიდან.ეს ის სატვირთო მანქანებია რომლებიც იმერეთიდან ეზიდებიან ინერტულ მასალას ავტობანის მშენებლობისთვის
იმ მომენტში საბედნიეროდ ქვეითად მოსიარულე არავინ მიდიოდა ტრასისპირას,თორემ ყველა ვარიანტში ტრაგედია გარდაუვალი იყო…
უფრო სწორედ კიდევ მორიგი ტრაგედია…(!)
შვიდი წელი არაა გასული რაც უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავას… ენით აღურელი უბედურება რომლის შოკიდან დღემდე არაა გამოსოლი სოფელი ქვიანი და ოჯახი მთელი ცხოვრება ვერ გამოვაა…
ახლა ისევ დაიწყო სიარული იგივე გაუმართავმა და გადატვირთულმა მანქანებმა ჯაპანა-შუხუთის მონაკვეთზე ინტენსიურად.ისევ სრული განუკითხაობა და ისევ სრული უპატრონობა… ალბათ კიდევ ერთი დიდი და გაუგონარი ტრაგედიაა საჭირო რომ მერე ვინმემ მოიკითხოს ამბავი,როცა უკვე ძალიან გვიანი იქნება…!
ამ გზეზე არის სკოლები,საბავშო ბაღები.მოდის ზაფხული და ქვეითად მოსიარულებისა და სოფელში ჩამოსულთა რაოდენობა მოიმატებს
მოაშოარეთ ეს სახიფათო,ამორტიზირებული და გადატვირთული მანქანები სოფლებს(!)
პ.ს მერე არავინ თქვას, არ ვიცოდით არავის უთქვიაო?!”- წერს ასკურავა.