ბათუმში, “ოცნების ქალაქის” დასახლებაში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, “ოცნების ქალაქის” დასახლებაში ხანძარი გაჩნდა.

როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ერთ-ერთ ბარაკში გაჩნდა, რის შედეგადაც საოჯახო ნივთები დაიწვა. ხანძრის შედეგად დაიწვა კიდევ ერთი ბარაკის სახურავი.

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და ის უკვე ლიკვიდირებულია.

ფოტო: “ბათუმელები”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share