ვაშინგტონიდან გაკეთებული მკვეთრი განცხადება შესაძლოა, “ოცნების “დასასრულის მომასწავებელი გახდეს-ხიდაშელი

ვაშინგტონიდან გაკეთებული პირველი მკვეთრი განცხადება შესაძლოა, გახდეს “ოცნების “დასასრულის მომასწავებელი, ჩამოშლის დასაწყისი, – ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი “მეგობარი აქტის“ დამტკიცებას სენატში.

როგორც ხიდაშელმა  განაცხადა, ვაშინგტონის პირველი განაცხადი, ქართული საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი.

“ ვაშინგტონს, ისე როგორც არასდროს, ახლა გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის“, – ამბობს ხიდაშელი.

”თუ “ოცნების“ ამომრჩევლებს შორის არიან ადამიანები, რომელბსაც სჯეროდათ, რომ 20 იანვრის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციასთან გადაიტვირთებოდა ურთიერთობა და ყველაფერი შეიცვლებოდა, მაშინ ისინი დაკარგავენ ამ სეგმენტს მთლიანად, როგორც ამომრჩევლების, ასევე სახელისუფლებო სტრუქტურებში და პარლამენტში მყოფი ადამიანების, რომლებისთვისაც ღირებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, მაშინ ვაშინგტონს, ისე როგორც არასდროს, ახლა გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის. ვაშინგტონიდან გაკეთებული პირველი მკვეთრი განცხადება შესაძლოა, გახდეს “ოცნების “დასასრულის მომასწავებელი, ჩამოშლის დასაწყისი.

ვაშინგტონის პირველი განაცხადი, ქართული საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი და მაჩვენებელი, რამე რესუსრი იმ ბანაკში დარჩენილია თუ არა ნატოს, ევროკავშირის, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის, საქართველოს ცივილიზებულ გზაზე გაყვანის მცდელობის, – თქვა ხიდაშელმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share