სააპელაციომ ამაღლობელის საქმიდან ამორიცხული ზოგი მტკიცებულება დასაშვებად ცნო

ბათუმელების ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო იმ მტკიცებულებების ნაწილი, რომლებიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამორიცხა. საქმე ვიდეო-მტკიცებულებებს, რამდენიმე წერილობით დოკუმენტსა და ერთი მოწმის გამოკითხვის ოქმს ეხება.

სააპელაციო სასამართლომ საჯაროდ, ინტერნეტში ხელმისაწვდომი ვიდეოები, რომლებიც დეტალურად ასახავს მზია ამაღლობელის დაკავებამდე, დაკავების პროცესს და შემდგომ მოვლენებს, დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია.

4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურამ საქმესთან შეუსაბამობის საბაბით ამ და სხვა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა.

მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა, იმ საბაბით რითიც ამას პროკურატურა მოითხოვდა. მოსამართლემ თქვა, რომ კომპიუტერულ მოწყობილობაში განთავსებული ინფორმაციის მოპოვებას, მიუხედევად იმისა არის თუ არა ის საჯაროდ გავრცელებული, მოსამართლის განჩინება სჭირდება, ამაღლობელის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი განჩინების გარეშე იყო წარდგენილი.

მეტრეველის თქმით, რადგან ამაღლობელის ადვოკატებმა აღნიშნული ვიდეოები დათვალიერების ოქმის საფუძველზე დაამაგრეს საქმეს, ისინი უკანონოა.

მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მალხაზ ოქროპირაშვილმა შეცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share