პრეზიდენტი ზურაბიშვილი: ესტონეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის მოწოდებას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთში იმყოფება.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, ესტონეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის მოწოდებას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ.

„ბალტიის ქვეყნებში ვიზიტი საქართველოს ურყევ მხარდამჭერ ესტონეთში ვიზიტით გრძელდება. ესტონეთი ჩვენ გვერდით დგას ევროპულ გზაზე და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მოწოდებას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ“, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share