“საცოდავი მოღალატეების საცოდავი განცხადება” – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბარამიძე ივანიშვილის გუნდის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დააანონსა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას ვერ მოახერხებს, რადგან ეს პარტია, პირველ რიგში, ხალხია და არა იურიდიული დოკუმენტი.
ეს მორიგი საცოდავი განცხადებაა ამ საცოდავი მოღალატეებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ მეთოდებით შეძლებენ „ნაციონალური მოძრაობის“ შეჩერებას და გაჩერებას, რაც ვერ მოახერხეს 13 წლის განმავლობაში. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის იურიდიული დოკუმენტი და სადღაც დაწერილი რაღაც სიტყვები. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხალხი, პირველ რიგში. ეს მოღალატეები დასრულდებიან, პუტინი აუცილებლად დამარცხება და მითუმეტეს, მისი მონები საქართველოში აუცილებლად დამარცხდებიან, – ამბობს გიორგი ბარამიძე.
ცნობისთვის, “ოცნების“ პარლამენტი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გეგმავს. ამ მიზნით, ივანიშვილის გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
მდინარაძე ამბობს, რომ ეს მათი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.