საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილების ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ “ანწუხელიძე ცოცხალია, უკვდავი გმირია“.
ანწუხელიძე ცოცხალია, უკვდავი გმირია, სინდისი გადაგვირჩინა და შვილებს ანდერძად დაუტოვა ღირსება!,- წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპორტესტო აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტი პოლიციამ სწორედ იმის გამო დააკავა, რომ ხელში ეჭირა ბანერი წარწერით “ანწუხელიძე უკვდავია“.
თამარ კურატაშვილი მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.