ტემი ბრიუსი კითხვაზე – საქართველოში არსებული ვითარების ფონზე, ჰქონდა თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას „ქართულ ოცნებასთან“კომუნიკაცია – ამ კითხვას ჩვენ დავუბრუნდებით და თქვენთვის პასუხი გვექნება

ამ კითხვას ჩვენ უკან დავუბრუნდებით და თქვენთვის პასუხი გვექნება, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დასმულ შეკითხვას.

კითხვაზე, საქართველოში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, ჰქონდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოში მმართველ პარტიასთან რაიმე სახის კომუნიკაცია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ამ კითხვას დაუბრუნდება.

„მსურს, რომ ამ კითხვას ვუპასუხო. ჩვენ ამას უკან დავუბრუნდებით და თქვენთვის პასუხი გვექნება“, – განაცხადა ტემი ბრიუსმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share