ვინ დაესწრება 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმს – “პირველებისთვის” ახალი გვარები ხდება ცნობილი. ასეთებად ოპოზიცია ლევან ვასაძეს, მიხეილ ხუბუტიას, მამუკა მერკვილაძეს და მამუკა ფიფიას ასახელებს. მათი თქმით, ეს ის ოთხი ბიზნესმენია, რომელიც რუსი დიქტატორის ზეიმში მიიღებს მონაწილეობს.
ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ ჩვენი ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მიწვეულია ბატონი ყაველაშვილი, რომელსაც ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხი, მიდის თუ არ მიდის ამ სამარცხვინო ღონისძიებაზე, მაგრამ ფაქტი მიუთითებს, რომ ის ამ ნაბიჯის გადამდგმელია. ახლაც მიმდინარეობს მსჯელობა, რომელიც უფრო იხრება წასვლისკენ. ამასთანავე მიწვეულები არიან ადგილობრივი სათვისტომოს წარმომადგენლები. ისეთი, როგორიც არიან მამუკა ფიფია, ასევე ეფ ეს ბე-თან მოთანამშრომლე და ამერიკის სახელმწიფოს მიერ სანქცირებული ბატონო ოთარ ფარცხალაძე და ამასთანავე მიხეილ ხუბუტია. ეს არის იმის ნათელი დადასტურება, რომ ბიძინა ივანიშვილის კავშირები მოსკოვში არის ისეთივე მყარი, როგორიც აქამდე შეიძლება, არც ყოფილა, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან სანიკიძე.
გამოცხადებული ღალატის ქრონიკის ლოგიკური გაგრძელებაა – ასე აფასებს თინა ბოკუჩავა მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე ქართული დელეგაციის შესაძლო ჩასვლას.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს მოსაწვევი 9 მაისის ღონისძიებაზე დასწრების უკვე მიღებული აქვს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს, რაც იქნება ერთგვარი ლოგიკური კულმინაცია იმ ღალატის ქრონიკის, რასაც ღალატის კომისიაზე. ამ ღალატის ქრონიკის ლოგიკური კულმინაციური მომენტი იქნებოდა სწორედ დეფაქტო პრეზიდენტის, ყაველაშვილის დასწრება 9 მაისის აღლუმზე, – ამბობს ბოკუჩავა.
ამ ფონზე ყაველაშვილის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ მოსკოვში გამგზავრება არ იგეგმება. ამის მიუხედავად, ამ დრომდე “ქართულ ოცნებას” მკაფიოდ არ უთქვამს, რომ არანაირ დონეზე არ დაესწრებიან რუსეთში დაგეგმილ ღონისძიებას.
აღსანიშნავია, რომ წითელ მოედანზე ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს დელეგაცია 2005 წლიდან არ დასწრებია. მაშინ პრეზიდენტის პოსტს მიხეილ სააკაშვილი იკავებდა. აღლუმამდე 3 დღით ადრე სააკაშვილმა განაცხადა, რომ “საზეიმო დიდად არაფერია”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი 9 მაისს მოსკოვში პუტინის გვერდით იქნება. “ტვ პირველმა” გაარკვია, რომ ოთარ ფარცხალაძე გამარჯვების აღლუმზე ოჯახთან ერთადაა მიწვეული.
“სოლიდარობა მშვიდობისთვის” წარმომადგენელი “პირველებს” უდასტურებს, რომ მათი პარტიაც და ასევე ფარცხალაძეც მოსკოვში, წითელ მოედანზეა მიწვეული.