„არაფერი მსგავსი არ იგეგმება“ – ყაველაშვილის პრესსამსახური მოსკოვში, 9 მაისის აღლუმზე დასწრებაზე

არალეგიტიმური პრეზიდენტის პრესსამსახურში არ ადასტურებენ ენმ-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს, მოსკოვში, აღლუმზე დასწრებას გეგმავს –  „არაფერი მსგავსი არ იგეგმება“, — უთხრეს „პუბლიკას“ ყაველაშვილის პრესსამსახურში.

ინფორმაცია ლევან სანიკიძემ გუშინ გაავრცელა. დღეს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share