Forbes: ივანიშვილის ქონება $2.7 მლრდ-მდე შემცირდა

Forbes-ის ინფორმაციით, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ქონება 2.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. მანამდე 2024 წელს აღნიშნული ქონება 4.9 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ოლიგარქი რეიტინგში 1299-ე ადგილს იკავებს.

Forbes-ი არ განმარტავს, თუ რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.

გამოცემა BMG-ის ინფორმაციით, ივანიშვილის ქონების შეფასება Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში უცვლელად, 7.35 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და 421-ე ადგილს იკავებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share