როგორ შესძლეს შემოქმედლებმა თურქების მოგერიება

როგორ შესძლეს შემოქმედლებმა თურქების მოგერიება
.
1918 წლის 30-31 მარტს თურქებმა ბათუმი დაიკავეს, რის შემდეგაც გურიის საზღვრებისაკენ დაძრნენ, გიორგი მაზნიაშვილი წერს – „5 აპრილს, ნაშუადღევს გავემგზავრე ავტომობილით ოზურგეთში, მე-4 ქართულ ლეგიონის დასათვალიერებლად ეს ლეგიონი ახლად ივსებოდა და სდგებოდა ის. რამიშვილის მიერ მოგროვილ ჯარისკაცებიდან. ლეგიონის უფროსმა სვიმონ წერეთელმა მომახსენა, რომ სამი ათასეული უკვე შემდგარია, ხოლო მეოთხე ათასეული სდგება თვით ქალ. ოზურგეთში; რომ ათასეულები უკვე პოზიციებზე სდგანან: ერთი – სოფელ ლიხაურის მახლობლად, მეორე – თხრილებში სოფ. შემოქმედის ბოლოში, და მესამეც – თხრილებში სოფ. ვაშნარის გზატკეცილის გასწვრივ.“ (გ. მაზნიაშვილი – „მოგონებანი 1917-1925“ – 1927 წელი)
.
5 აპრილს გამთენიისას მე-4 ლეგიონმა ლიხაურის პიზიციები მიატოვა და ოზურგეთში გადმოინაცვლა, რის შემდეგაც ჩოხატაურისაკენ დაიხია. რის შემდეგაც თურქებმა ოზურგეთი უბრძოლველად დაიკავეს.
.
ოზურგეთიდან ქართული ჯარის გასვლის შემდეგ შემოქმედის მისადგომებთან არსებული თხრილები თავადვე შემოქმედლებმა დაიკავეს და აქვე 5-6 აპრილს (სავარაუდოდ) გამართულ ბრძოლაში შესძლეს თურქების მოგერიება, რითაც თავისი სოფლისა და იქ არსებული სიწმინდეები გაძარცვასა და დარბევას გადაურჩა. ჩემს ბავშვობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ 1918 წელს შემოქმედში მომხდარ ბრძოლასთან დაკავშირებით. ასევე შემოქმედის მოსახლეობისაგანაც მსმენია და დაღუპული და დაჭრილი შემოქმედლების შესახებ. ამ ამბების მიხედვით შემოქმდის მოსახლეობა თავგანწირვით იცავდა თავიანთ სოფელს და მსხვეპლიც საკმაოდ დიდი ყოფილა ორივე მხრიდან. სამწუხაროდ შემოქმედის ბრძოლასთან დაკავშირებით წერილობით წყაროების მოპოვება ვერ შევძელი.
.
წმინდა გიორგი – შემოქმედის გულანი
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share