ბრიუსელში ჩავიტანე ხალხის გზავნილი – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები – გახარია

“დღეს ბრიუსელში ხალხის გზავნილი ჩავიტანე… პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები” – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია პლატფორმა X-ზე წერს.

ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ ბრიუსელში მყოფი პოლიტიკოსების გზავნილი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მკაფიოა.

დღეს ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე ჩვენს ევროპელ პარტნიორებამდე.

  • პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.
  • ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
  • საქართველოს ევროპული გზა უნდა აღდგეს.

პროგრესულ ლიდერებთან ერთად ჩვენი გზავნილი იყო მკაფიო – საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.” – წერს გიორგი გახარია. 

ცნობისთვის, დღეს, 7 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ სტრასბურგში საქართველოს შესახებ დებატები ხუთშაბათს, 10 აპრილს გაიმართება – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს მიიღებს რეზოლუციას და იმსჯელებს  შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share