“უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის” – წულუკიანი გიორგი ანწუხელიძეზე

“მარტივ ენაზე რომ ვთქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას, ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ – ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობთ”.

– განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

*უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს. არსებობს ვიდეომასალა, სადაც გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტების წრეშია მოქცეული და მას ფიზიკურად უსწორდებიან – ურტყამენ ფეხებს. ოკუპანტები მას აიძლებდნენ, მიწისთვის ეკოცნა, თუმცა მან ეს არ გააკეთა. 2013 წელს, მაშნდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

ციტატები
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share