ქალბატონო თეა, გიორგი ანწუხელიძე იყო გმირი, ვისზეც ჩვენს შვილებს აუცილებლად მოვუყვები – ასე ეხმაურება წულუკიანის სკანდალურ განცხადებას მომღერალი ნუცა თოფიურია და ამბობს, რომ რაც დრო გადის რეჟიმი უფრო უარესსად აჩენს სახეს.
სულ ვფიქრობ ხოლმე, ამაზე უარესი, რა შეიძლება ითქვას. ამაზე უარესი, რა შეიძლება მოხდეს. მაგრამ მსგავსი, რაღაც ალბათ არავის არ წარმოგვედგინა ჩვენც კი ვინც ვაპროტესტებთ. ქალბატონო თეა, გიორგი ანწუხელიძე იყო გმირი, ვისზეც ჩვენს შვილებს მე პირადად აუცილებლად მოვუყვები და ვეტყვი, რომ იამაყონ, რომ ასეთი გმირები ჰყავს საქართველოს”, – ამბობს ნუცა თოფურია.
თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა.
წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.