ჩვენ აღარ გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ის სრულად “ოცნების” მაუწყებელია – კუპრაშვილი

“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” დირექტორისთვის, ნათია კუპრაშვილისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანონ-ჩიქოვანის სამსახურიდან გათავისუფლება მოულოდნელი არ ყოფილა.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი “პირველებთან” ამბობს, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს სხდომებიდან კარგად გაირკვა, რომ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ საქმეები შეკერეს, რათა ეს შედეგი დამდგარიყო.

“აღარც გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ის სრულად არის “ოცნების” მაუწყებელი” – აღნიშნავს ნათია კუპრაშვილი.

ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდებოდით. ჩვენ ვხედავთ, როგორია ე.წ. სამეურვეო საბჭოს ე.წ. სხდომები. ეს საქმეები შეკერეს ნინოს და ჩიქოვანის წინააღმდეგ, რადგან ეს შედეგი დამდგარიყო. გუშინაც ვამბობდი, რომ თავისუფლებას ათავისუფლებენ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან. აღარც გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ის სრულად არის “ოცნების” მაუწყებელი. ეს ინსტიტუცია ასევე გამოგვეცალა ხელიდან. ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ ამ არხზე, ცდილობენ ინსტიტუციის გადარჩენას, ეს პროცესი არის უმნიშვნელოვანესი”. – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა. 

ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გუშინ, 11 აპრილს გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გააცნო.

  • ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share