„ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა” – სკანდალური განცხადება ირაკლი კობახიძე სამთავრობო მედიებთან გააკეთა.
ამ განცხადებით, ივანიშვილის პრემიერი თეა წულუკიანის მიერ ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
”შესაბამისად, როდესაც თეა წულუკიანი ამბობს, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება, რომ ჩვენი გმირები ყოფილიყვნენ ცოცხლები და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე, ეს არის ფაქტის კონსტატაცია და იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანება, რასთანაც გვაქვს საქმე.
რა თქმა უნდა რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი და ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება”. – თქვა კობახიძემ.