როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ქონება კიდევ უფრო გაიზარდა. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, ბოლო 3 თვის განმავლობაში მილიარდერის ქონება 120 მლნ დოლარით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წლის 10 იანვარს, ვიდრე ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდა, მისი ქონება 5,70 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, დღეს კი 5,82 მლრდ დოლარის მფლობელია. რეიტინგში ის 474-ე პოზიციას იკავებს.

Bloomberg-ს ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნესსაქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ – იუწყება გამოცემა.

რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს, დღეის მდგომარეობით ივანიშვილის ქონება 4,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ის Forbes-ის მილიარდერთა სიაში 583-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ პარტია ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტის დატოვებასა და პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით განცხადება 2021 წლის 11 იანვარს გაავრცელა.

“მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები”, – აღნიშნული იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 86
    რა უნდა ეთქვა ბერას - გიორგი თარგამაძემე პირადად ველოდი: ბერა გამოვიდოდა, უცენზურო ლექსიკის გამო საზოგადოების მისდაუნებურად შეწუხებისთვის ბოდიშს მოიხდიდა, იტყოდა, რომ მაშინ ბავშვი იყო, სისხლი უდუღდა, ყველაფერზე მტკივნეულად რეაგირებდა, მამამისი ჯერ კიდევ ქვეყნის ხელისუფალი არ იყო და მისთვის შეურაცხყოფის მომყენებლებისთვის ჭკუის სწავლება ასეთი მიუღებელი ფორმით მოუწია. შემდეგ კი ვითარება შეიცვალა, მამა პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდა, თავადაც გაიაზრა, რომ როგორც მომღერალი…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 86
    "ფუი, ამ ბალასტს შესწირეს თავი ტატუნაშვილებმა, ანწუხელიძეებმა და მისთანებმა"...სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში რიონის ხეობის მცველთა თბილისური აქციის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია ის მიდგომა, რაც „ქალაქის ელიტამ“ გამოიჩინა ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების მიმართ: „კაქი ლაა… შეწუხდა ქალაქის „ელიტა“ ორი დღე „რიონელების” მიერ გადაკეტილი გზით. ვაიმე, როგორ გაბედეს და “ძისკომфორტი” შეუქმნეს ვიღაც ჩამოსულებმა ქალაქში მათ უფრო მნიშვნელოვან თემებზე…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 86
    აშშ-ს საელჩო სტრასბურგზე: სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღოსაქართველოში აშშ-ს საელჩო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რუსეთმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები შეწყვიტოს. საელჩოს განცხადებით, გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდაა მიღებული. "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და…
    Tags: და, საქართველოს, გადაწყვეტილება, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 86
    "სხვანაირად ჭიკჭიკებდით და დღეს დაიწყეთ ლანძღვა"? - ვის საყვედურობს ლელა ნაცვალაძეოზურგეთის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლელა ნაცვალაძე, გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას და "ოცნების" იმ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა ფეისბუკ პოსტით, ვინც დღეს ყოფილი პრემიერის მისამართით აგრესიას ვერ მალავდა:  "ვინც კარგად მიცნობს,იცის,რომ არასდროს მიყვარდა პირფერობა და დღესაც ასეა, ჩემი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, ბევრ,"წონიან" პოლიტიკოსთან მქონია შეხების…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა