ევროკავშირი უვიზო რეჟიმის წესებს ცვლის

ევროკავშირი უვიზო რეჟიმის წესებს ცვლის – როგორც “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის მიერ მომზადებულ სტატიაშია ნათქვამი, ევროკავშირი აპირებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას, რაც ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო რეჟიმის გაუქმებას 61 ქვეყნისთვის, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ, მათ შორის არიან კანდიდატი ქვეყნები:  დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა მოლდოვა და საქართველო.

გასულ კვირას გაიმართა მოლაპარაკებები ევროკომისიის, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის და სამივე ინსტიტუტი ცდილობს ამ საკითხზე შეთანხმებას პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიაღწიოს და შესაძლოა ახალი კანონი უკვე შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდეს.

რატომ ხდება ეს ახლა?

სტატიაში ნათქვამია, რომ არსებითად, ბლოკი ბევრად უფრო მკაცრი ხდება ვიზალიბერალიზაციის მიმართ, რაც ასახავს უფრო ფართო ცვლილებას: პირველი, ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა; და მეორე, პოტენციურად გამოიყენოს სავიზო პოლიტიკა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი მესამე ქვეყნებზე ზეწოლის მიზნით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share