“საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა არ შემიმჩნევია… ხალხი რომ მხარს გვიჭერს, ეს თვალსაჩინოა” – ამის შესახებ “მთავარი აქცენტების” საგანგებო ეთერში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი საუბრობს.
ასე უპასუხა მან გადაცემის წამყვანის, ნიკა გვარამიას შეკითხვას, რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით, უკრაინის მხარდაჭერის კუთხით.
რა ქმედება შეიძლება აღვიქვათ მხარდაჭერად? შეიძლება რაღაც გამომრჩა, უბრალოდ არ ვიცი. მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. ისრაელის მდგომარეობას გავს ეს ყველაფერი – ისრაელის მოქალაქეების უმრავლესობა მასობრივად მზადაა დაგვეხმაროს, მათ შორის იარაღით. შეიძლება რაღაც განაცხადებები ან ქმედებები იყო, მაგრამ მე არ შემიჩნევია, თუ რამე ასეთი იყო ჩვენს მხარდასაჭერად მთავრობის მიერ. კი, ხალხი რომ მხარს გვიჭერს, ეს თვალსაჩინოა და ძალიან კარგად ჩანს, – ამბობს არესტოვიჩი.