“ბრიტანეთმა არა მხოლოდ მხარი დაუჭირა 1795 წლის ტფილისში ცინიკურ და სასტიკ ხოცვა-ჟლეტას, როდესაც განადგურდა თითქმის მთელი მოსახლეობა, არამედ მიაწოდა იარაღი, გაწვრთნა და ხელფასები გადაუხადა სპარსელ სამხედროებს“, -ამის შესახებ მარგარიტა სიმონიანმა “Россия 1″-ს ეთერში განაცხადა.
- მისი თქმით, “კიდევ ნახავენ ახალ მეფე ერეკლეებს, რომლებიც დაჩოქილები შეეხვეწებიან დედა რუსეთს, სახლში მიიღოს“.
“1795 წელს, XVIII საუკუნის ბოლოს თბილისში საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა, რა დროსაც უსასტიკესი, ცინიკური გზებით დახოცეს მთელი მოსახლეობა.
და ვინ უჭერდა მხარს მათ, ვინც თბილისში ხალხს ხოცავდა? ბრიტანეთი. არამხოლოდ მხარს უჭერდა, ისევე როგორც ახლა იქცევა უკრაინაში, აძლევდა შეიარაღებას, ასწავლიდა ბრძოლას, უხდიდა ხელფასებს სპარსელ სამხედროებს. ბრიტანეთი ჩვენთან, რუს ხალხთან დიდ თამაშს აწარმოებდა.