რა რეაქცია მოჰყვა მოქალაქეებში უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხეს

უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეს მოქალაქეებში პანიკა მოყვა. სწავლა საზღვარგარეთ, მონატრებული მეგობრების და მშობლების მონახულება ევროპაში, ხანმოკლე დასვენებები უცხოეთში, ეს ყველაფერი შესაძლოა, ძალიან მალე წარსულად იქცეს.

არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილის გუნდის პოლიტიკის გამო საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა გაუქმდეს და ხალხს ევროპაში მოგზაურობისთვის ისვე გრძელ რიგში დგომა მოუწიოს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს მოქალაქეებმა ივანიშვილის ხელისუფლებას ბრძოლის ახალ ეტაპი დაუანონსეს – თქვეს, რომ არ დათმობენ იმას, რაც საკუთარი ძალებით მოიპოვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share