ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენსას დავიბრუნებთ – ჩვენ ზედმეტი არ გვჭირდება – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინა დაუბრუნებს თავის მთელ ტერიტორიას და ხალხს. ამის შესახებ ზელენსკიმ საფრანგეთის უნივერსიტეტების სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრისას ისაუბრა.
“ომი უკრაინელი ხალხისთვის დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია. გულწრფელად ვამბობ: ძალიან ბევრი არ გვჭირდება… ჩვენ გვინდა მშვიდობა დავუბრუნოთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მიწას”.- ამბობს ზელენსკი.