უკრაინის პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტების დაცვაზე ესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება
“დიალოგი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. ჩვენი საერთო ამოცანაა ატომური ელექტროსადგურების, კრიტიკული წარმოების ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვა. განვიხილეთ მისი განხორციელების გზები. საუბარი იყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე. ვისაუბრეთ ევროკავშირში უკრაინის წევრობის საკითხი. შეაჩერე რუსეთი” – წერს ზელენსკი “ტვიტერზე”