”ბანკომატებისთვის გამოქცეულ რუსებს ვიფარებთ და რუს ოლიგარქებს უძვირეს სასტუმროებში ვასახლებთ!”

”უსმინეთ ხო ყველამ რა თქვა ირაკლი კობახიძემ?
ასი ათასობით რუსი ლტოლვილი ჩამოდის საქართველოში და ნებისმიერი კონფლიქტი მათთან ეთნიკური ნიშნით უმკაცრესად დაისჯებაო.
კიდევ გგონიათ რომ ეს ყველა “ლტოლვილი” ბავშვი და ქალია და პუტინს გამოექცა?!
ყოველი ფეხის ნაბიჯზე რომ გონორით დაგელაპარაკებიან, ბინის ქირას რომ არ გადაგიხდიან, ამ დროს რას აპირებთ?!
კიდევ ამბობთ, ეს რა ამბავი ატეხეთ, ვინ მოდის ამდენიო?!
ზელენსკი რუს დედებს, თუ უკრაინაში ჩავლენ, პატიმარ შვილებს რომ გაატანს, აი ამ სრულიად ფენომენალურ გადაწყვეტილებას და არარსებულ რუს “ლტოლვილებზე” წირპვლას კიდევ ადარებთ ერთმანეთს?!
კიდევ ვერ მიხვდით რომ ზელენსკის გადაწყვეტილება სენტიმენტსლური კი არა, ყველა სარაკეტო დარტყმაზე უფრო მძლავრი დარტყმაა პუტინზე და ჩვენი მხრიდან კი რუსების მასპინძლობა რუსეთის დახმარება და დასავლეთისთვის ხელის შეშლაა?! დასავლეთის სანქციები სწორედ იმაზეა გათვლილი რომ რუსმა ხალხმა საკუთარ თავზე, ჯიბეზე და კუჭზე იგრძნოს თუ რა მოაქვს მისთვის პუტინის რეჟიმს, ჩვენ კი ბანკომატებისთვის გამოქცეულ ხალხს ვიფარებთ და რუს ოლიგარქებს უძვირეს სასტუმროებში ვასახლებთ!
დავიჯერო ასე ძნელია ამის გაგება?! ბევრი კი არ არის საჭირო – სინდისი და ტვინი ან ერთ–ერთი მაინც! და თუ ვინმეს არც ერთი არ გაქვთ, დიდი ბოდიში, მაგრამ ნიჩბები მოიმარგეთ, ამდენი ადგილი ხომალდზე აღარ იქნება, და ნახუი ჩემგან შორს, ვინც არ უნდა იყოთ!” – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share