”არ არის ეს კობახიძს ტექსტები. კობახიძის ადრესატი დასავლეთია. კობახიძე ასეთ რაღაცებს ვერც გაბედავს და ვერც გადაწყვეტს, ეს სექტაა უკვე, ბიძინას მოწმეები. ტოტალიტარული სექტის ნიშან-თვისებაა, რომ ისინი არავის და არაფერს აღიარებენ და მიაჩნიათ, რომ ნაზიარები არიან ჭეშმარიტებას. ამ სექტას მიაჩნია, რომ დედამიწაზე ყველაზე დიდი ადამიანი არის ბიძინა. აბსოლუტად სუფთა და მას ებრძვიან ბოროტი ძალები.მათ თითქოსდა ძლიერ პოზიციას დიდი გამოცდა ელით, რადგან ესენი არიან მონები, ეს გააზატებული მონები არიან. რომ ლაპარაკობენ 2012 წელს, 7 ნოემბერს – სად ბრძანდებოდა ეს ხალხი?!”
განაცხადა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ tv პირველის ეთერში.