კობახიძემ გრანტების სააგენტო თამარ ზოდელავას ჩააბარა

ირაკლი კობახიძემ გრანტების სააგენტო თამარ ზოდელავას ჩააბარა – “ქართული ოცნების” პრემიერის შესაბამისი ბრძანება, გუშინ, 22 აპრილს გამოქვეყნდა.

  • თამარ ზოდელავა მანამდე გერმანულ ფონდში, “ჯი აი ზეტში” მუშაობდა, ის  ძლიერი საპარლამენტო ადმინისტრაციების აღმოსავლეთ პარტნიორობის მენეჯერი იყო. 

ახალი სააგენტოს ოფისი, რომელამც უცხოელ დონორს უნდა მისცეს უფლება, გამოყოს თუ არა დახმარება ქართველი ხალხისთვის მთავორობის ადმინისტრაციაში განთავსდება.

შეგახსენებთ, 20 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“.

ცნობისთვის, ივანიშვილის გუნდმა დაჩქარებული სახით შეცვალა „გრანტების შესახებ“ კანონი და მისი ნებართვის გარეშე დაფინანსების მიღება აუკრძალა ქვეყანაში მოქმედ გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share