“საქართველო მიექანება ჯოჯოხეთში და ამას აკეთებს ერთი კაცი-ბიძინა ივანიშვილი“-მარიზი კობახიძე

”დღეს საქართველო მიექანება ჯოჯოხეთში და ამას აკეთებს ერთი კაცი და ეს კაცი ბიძინა ივანიშვილია”- ამის შესახებ  პატიმრარ თორნიკე გოშაძის დედამ განაცხადა.

მარიზი კობახიძე “ოცნების“ წევრების დედებს კითხვით მიმართავს და აინტერესებს, მათ ხომ არ ჰქონიათ, რომ უკეთესი შვილები გაზარდეს, ვიდრე მათი შვილები არიან.

“ფიქრობენ, რომ ჩვენზე უკეთესი შვილები გაზარდეს? ნამდვილად ვერ გაზარდეს“,- ამბოს პატიმრის დედა.

”ჩვენ არჩევნების ჩატარებას არ ვითხოვთ, ძალიან დააგვიანეს, ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები, დღევანდელმა ხელისუფლებამ? ვერ მოასწრებენ და ვერ ჩაატარებენ. მე ვიქნები ერთი ადამიანი, რომელიც ხელში დაიჭერს მეგაფონს და არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, არცერთი ოჯახის წევრი, არც ის საქართველო, რომელიც დღეს ქუჩაში დგას. ასე რომ, ოპოზიცია ნუ იოცნებებს, რომ დღეს ჩუმად გვიცინის და ჩუმად აპირებენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. გახარიამ თქვა, მე ვარ ჩემი ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებელი დ ა არ ვიცი, რას ვიზამო, ჩემი შვილი გახარიას ამომრჩეველია და ის არასდროს არარ მიიღებს მონაწილეობას, მითუმეტეს გახარიას ხმას არ მისცემს, დღემდე ბრაზობს, მის არჩევანზე. ისიც რომ გვიტხრან, რომ ჩვენ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და თქვენი შვილები გათავისუფლდებიან, არა ბატონო, ჩვენ ჯერ უნდა გავათავისუფლოთ საქართველო და  შემდეგ გათავისუფლდებიან ჩვენი შვილები. დღეს საქართველო მიექანება ჯოჯოხეთში და ამას აკეთებს ერთი კაცი და ეს კაცი ბიძინა ივანიშვილია. ყველაზე მეტად მინდა, ქოცების დედებს მივმართო: ფიქრობენ, რომ ჩვენზე უკეთესი შვილები გაზარდეს? ნამდვილად ვერ გაზარდეს”- ამბობს კობახიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share