იტალიის პარლამენტი ივანიშვილის რეჟიმს სანქციებს უანონსებს – საკანონმდებლო ორგანოში უკვე მუშაობენ რეზოლუციაზე, სადაც სანქციების გაფართოებაზეა საუბარი.
საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს შესახებ მსჯელობდნენ, კანონმდებლებმა, ოცნების რეჟიმი ბელორუსს რამდენჯერმე შეადარეს და თქვეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკას ევროკავშირის მხრიდან უფრო მკაცრი ნაბიჯები სჭირდება.
“თავხედობა, უტიფრობა და შემაშფოთებელი დაუსჯელობა” – ასე აფასებენ დეპუტატები “ოცნების” მოქმედებებს და ამბობენ, რომ სანქიცირებეულ პირთა სია ადამიანების უფლებების მასობრივი დარღვევის გამო უნდა გაფართოვდეს.
რამდენიმე დღის წინ საქართველოში მეორე მოსმენით დამტკიცდა კანონი ე.წ. უცხოელი აგენტების წინააღმდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მინიმალური კონტაქტიც კი დასავლეთთან, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან, აღიქმება როგორც საშიში, საიდუმლო აგენტი მტერი ხალხისა. რეალურად კი სწორედ ის ხელისუფლება, რომელიც ამ ხალხს მტრად აცხადებს, თავად არის ქართველი ხალხის მოღალატე. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ორ დოკუმენტზე – პირველია საპარლამენტო კითხვის ფორმით მიმართვა. ვითხოვთ იტალიის მთავრობამ გასცეს პასუხი, რა ტიპის შეხვედრები და კონტაქტები ჰქონდა მას ქართულ რეჟიმთან და რის საფუძველზე. ამასთანავე, ვამზადებთ რეზოლუციას, რომელიც მოდელირებულია ბოლო ევროპარლამენტის რეზოლუციის და ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის სანქციებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართულ რეჟიმთან. ჩვენი წვლილი სწორედ ისაა, რომ ეს სანქციების წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს.
ევროპას ყოველთვის განვიხილავდით, როგორც სამართლის უზენაესობის აკვანს, დღეს კი ნათელია, რომ მთელ მსოფლიოში ავტოკრატებს გაუჩნდათ განცდა, რომ გაცილებით ძლიერები და თავდაჯერებულები არიან, რათა რაღაცები დააშავონ დღისით, სრულიად ღიად, დაუმალავად. არსებობს დაუსჯელობის შეგრძნება, რაც ხშირად გვტოვებს დაბნეულს ან შეშინებულს. საქართველოში ვხედავთ ერთგვარ მკვეთრ ვარდნას, სხვათაშორის რუსული მოდელის კვალდაკვალ, რადგან ნაბიჯები, რაც ვიხილეთ იყო იგივე. ჯერ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, შემდეგ კანონი ლგბტ თემზე და ყველაფერი განვითარდა ერთმანეთთან კოორდინაციით, თავხედობითა და უტიფრობით, მაგრამ ყოველგვარი შიშის გარეშე, შემაშფოთებელი თავდაჯერებულობით. როცა ვხედავ ქართველებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან და აფრიალებენ ევროკავშირის დროშას, ჩემთვის ეს ბევრად მეტია, ვიდრე ათასობით სიტყვა. ეს აჩვენებს, რომ ამ დროშას, ევროკავშირის დროშას უამრავი ადამიანი მთელ მსოფლიოში განიხილავს, როგორც თავისუფლების სივრცეს, კეთილდღეობის სივრცეს, ადამიანების პატივისცემის სივრცეს”- აცხადებს იტალიის პარლამენტის წევრი.