“ოცნების” ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამტკიცებს, რომ “ბიუჯეტი გადაჭარბებით არის შესრულებული”.
კაკაურიძემ დღეს აღიარა, რომ დანაკლისი აქციზში მართლაც არსებობს და ირწმუნებოდა, რომ მომდევნო კვარტლებში სრულად იქნება აღმოფხვრილი.
“რაც შეეხება ზოგადად, რაც გადასახადებში დანაკლისი გვაქვს – რეალურად ერთადერთია აქციზი, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი ახსნა აქვს. ვინაიდან წელს თამბაქოსთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები შევიდა ძალაში, ვერ მოხდა იმ რაოდენობის თამბაქოს იმპორტი, რაც გასული წლების პირველ კვარტალში. ამასთანავე, კომპანიებს ჰქონდათ გარკვეული მარაგები. შესაბამისად, ეს დანაკლისი აქციზში, რაც გვაქვს უკვე მომდევნო თვეებში და მომდევნო კვარტლებში იქნება სრულად აღმოფხვრილი… ბიუჯეტის შესრულებას დღეის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს, პირიქით, გადაჭარბებით არის შესრულებული”.- თქვა კაკაურიძემ.
- ცნობისთვის, 2025 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით დღგ-ს, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ასევე 50%-ით არის ჩამორჩენა საგარეო ვალის გეგმის შესრულების ნაწილშიც.
- თუ მოგების გადასახადის ნაწილში მონაცემებს შევხედავთ , 821 მლნ ლარი შეადგინა შემოსავლების მოცულობამ მაშინ, როცა 850 მლნ ლარი იყო დაგეგმილი აქციზის შემთხვევაში. 490 მლნ მიიღო შემოსავლების სახით ბიუჯეტმა მაშინ, როდესაც 560 მლნ-ის მიღებას ელოდნენ.