ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა. ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს – მადლობელი ვარ თქვენი გამძლეობისთვის და გაუტეხელობისთვის, მიყვარხართ! – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „Facebook“-ზე.
„მე ბევრი გამოხმაურება ვნახე ჩემს გუშინდელ პოსტზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და ერთგულებაში.
მე ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს.
მე მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, თქვენი გამძლეობისთვის და გაუტეხელობისთვის, მიყვარხართ!
მჯერა, რომ ასეთი ერთიანობით, ჩვენ მოვახდენთ რეჟიმის დემონტაჟს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს “ნაციონალურ მოძრაობაში“ და ძალიან უნდათ პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც დიდ ზიანს აყენებს მათ საერთაშორისო არენაზე. სააკაშვილმა ბოკუჩავას მხარდაჭერა გამოუცხადა და პარტიის წევრებს მიმართა, “არ აყვნენ ქოცურ მაქინაციებს“.