ტელეკომპანია “ფორმულის” გადამღებ ჯგუფთან მუშაობის პროცესში უცნობი პირი დანით მივიდა და ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. ვიდეოში ისმის, რომ ის დანით იმუქრება.
“მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი. ბადრი, ჩელენჯს გიცხადებ. მოდი, შევხვდეთ, როცა გინდა, სადაც გინდა”, – ყვიროდა მოქალაქე.
მომხდარი ჟურნალისტმა რატი წვერავამ პოლიციას შეატყობინა.
“კონკრეტული პირი მოვიდა, მითითებები ჰქონდა ჩვენთან, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობდით და ვთხოვეთ, რომ ორი წუთი მოეცადა. დანა ჰქონდა მას ხელში, დაგვემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ცდილობდა თავს დასხმოდა ჩემს ოპერატორს და შემდეგ დააზიანა ჩვენი მიკროფონი და გაიქცა”, – ამბობს რატი წვერავა.
მომხდართან დაკავშირებით რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.