საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსების მიერ უკრაინაზე თავდასხმას გმობს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ზურაბიშვილი სოლიდარობას უცხადებს ომში მყოფ ქვეყნას.
მკაცრად ვგმობ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს #კიევში. ბევრი უდანაშაულოს სიცოცხლე შეეწირა, 70-ზე მეტი დაშავდა აგრესიის კიდევ ერთი სასტიკი აქტის შედეგად. ჩვენი ფიქრები უკრაინის ირგვლივაა. ჩვენი სოლიდარობა უკრაინას”- წერს სალომე ზურაბიშვილი.
უკრაინის დედაქალაქ ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს – ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ.
გამთენიისას, რუსეთმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით დაბომბა. აფეთქებები იყო ჟიტომირსა და პავლოგრადშიც. მთელი ღამე უკრაინულ ქალაქებში უწყვეტი განგაშის ხმები ისმოდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანახმად, ყველაზე მეტად დაზარლდა კიევი, სადაც ნგრევის და ხანძრების 13 კერა იყო.
კლიმენკოს ინფორმაციით, ჟიტომირის ოლქში ხანძრის ქრობისას რუსეთის ჯარების მხრიდან განმეორებითი დარტყმის შედეგად 39 წლის მაშველი დაიჭრა.