არა ევროკავშირი, არამედ “ქართული ოცნებაა” უვიზო რეჟიმზე პასუხისმგებელი – ეს განცხადება Euroscope-თვის მიცემულ ინტერვიში ევროპარლამენტარმა რასა იუკევიჩიენემ გააკეთა.
იუკევიჩიენე თვლის, რომ ივანიშვილის გუნდი მიზანმიმართულად ცდილობს ევროპა აიძულოს ყველაზე მკაცრი სადამსჯელო ზომები აამოქმედონ და ვიზალიბერალიზაციას გადახედონ.
ევროპარლამენტარი ამბობს, რომ საქართველოში ხედავს სრულ რეგრესს პროგრესის ნაცვლად და მძიმედ დარღვეულ შეთანხმებას, რომელიც “ოცნებამ” ევროინტეგრაციის სანაცვლოდ აიღო საკუთარ თავზე.
საქართველოში პროგრესის ნაცვლად რეგრესს ვხედავთ. მოლაპარაებები საქართველოს მთავრობასთან შეჩერებულია. კობახიძემ, რომელიც ქართული ოცნების მიერ დასახელებული პრემიერ-მინისტრია , მაგრამ ჩვენ არ ვცნობთ ამ მთავრობას, თქვა, რომ ისინი ინტეგრაციის პროცესს გააჩერებენ , ეს ნიშნავს იმას, რომ ასოცირების შეთანხმებაც არ სრულდება, როგორც ამის ნაწილი. ქართულმა ოცნებამ კარგად იცის სავარაუდო წევრობის კრიტერიუმების შესახებ. ზოგიერთი მათგანი ძალიან მძიმედ დაარღვიეს, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ეს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. კიდევ ერთი საკითხია უვიზო მომისვლაა. მესმის, ქართული ოცნების ტყუილები, როცა ევროკაშირს ადანაშაულებენ. ვიზალიბერალიზაციაა სრულად საქართევლოს მთავრობის ქმედებებზეა დამოკიდებული. უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმები და სტანდარტები ძალიან მკაფიოა. ეს არის დემოკრატია. მათ პატივი უნდა სცენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მიიღო უვიზო მომისვლა. როცა საქარათველოს მთავრობა მეტ-ნაკლებად პატივს სცემდა ამ ფუნდამენტურ სტარდარტებს მათთვის უვიზო მიმოსვლა გაიხსნა. მაგრამ, თუ ამ ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანა აღარ არსრულებს, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია გქონდეს ვიზალიბერალიზაცია. როგორც ეს მოხდა ბელორუსის და სხვა ქვეყნების შემთხვევაში, როცა ისინი ავტორიტარულ ქვეყნებად ჩამოყალიბდნენ. ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული, ეს თავიდან ბოლოდემ ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული. თუ ისინი წავლენ ავტოკრატიული გზის მიმართულებით, დაარღვევენ ადამიანის უფლებებს და ევროკაშირის ძირითად პრონციპებს, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თავად დავარღვევთ ევროკავშირის პრინციპებს, თუ უვიზო მიმოსვლა ისევ იქნება გახსნილი. არა ევროკავშირი, არამედ ქართული ოცნება აუვიზო რეჟიმზე პასუხისმგებელი”, – ამბობს იუკნევიჩიენე.