„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში აღარ იძებნება.
შეგახსენებთ, ბოლოს „ბიზნესპრესნიუსმა“ ივანიშვილის ქონების შესახებ ინფორმაცია 9 აპრილს შემოგთავაზათ. მაშინ Bloomberg-ი ივანიშვილის ქონებას 6.7 მლრდ დოლარად აფასებდა, რაც ერთი წლის ჭრილში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.
ინფორმაციისთვის, Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში 500 მსხვილი ბიზნესმენია წარმოდგენილი. მათგან ყველაზე „ღარიბის“ ქონება 6.32 მილიარდი დოლარია, ყველაზე მდიდრის კი 335 მილიარდი დოლარი.
რაც შეეხება Forbes-ს, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 1 373-ე ადგილზე. Forbes-ი ივანიშვილის ქონებას 2.7 მილიარდ დოლარად აფასებს.