სახანძრო-სამაშველოს მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განაცხადებით, ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორია, დაახლოებით, 15 000 კვადრატზე არის დამწვარი.
მისივე თქმით, ხანძრის ჩაქრობაში, დაახლოებით, 30 სახანძრო-სამაშველო მანქანა იყო ჩართული.
“112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე… ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული იყო 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა… ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება… 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები”, – თქვა მუსელიანმა.
როგორც მუსელიანმა აღნიშნა, ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ პაციენტების ევაკუაცია მოხდა.